კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას კახეთის ოფისის კოორდინატორის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი - ქ. გურჯაანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას კახეთის ოფისის კოორდინატორის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი - ქ. გურჯაანი.

კოორდინატორის მოვალეობებში შედის ოფისის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება და ანგარიშის ჩაბარება სათაო/თბილისის ოფისთან, სტატიების/ნიუსების  მომზადება ადამიანის უფლებების შესახებ, ვებ-პორტალისთვის: http://www.humanrights.ge/.

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
• ადამიანის უფლებების თემებზე მუშაობის გამოცდილება;
• ჟურნალისტური გამოცდილება;
• MS office/Internet-პროგრამების ცოდნა
• პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
• რთულ სიტუაციაში დაკვირვებით და ვადების დაცვით მუშაობა.

ხელფასი: 300 აშშ დოლარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია:

CV
სამოტივაციო წერილი
ჟურნალისტური ნამუშევარი (სტატია/რეპორტაჟი)
ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

უნდა გამოაგზავნონ  ელექტრონულ ფოსტაზე hridc@hridc.org არა უგვიანეს 29 იანვრისა, 2013.

გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ პოზიციის/თანამდებობის სახელი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან. არანაირი სატელოფონო ზარები არ მიიღება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) თბილისში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაა რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ცენტრი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network) და საერთაშორისო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე“ წევრი.

ცენტრის ვებგვერდები:
http://www.humanrights.ge/
http://www.hridc.org/