კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არგვეთას მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება

23 იანვარი, 2013

ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთის მოსახლეობა ზესტაფონი ქუთაისის საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრება. ისინი სოფელში მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებენ და ახალი ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. არსებული პრობლემის გამომწვევ მიზეზად ფეროშენადნობთა ქარხანას ასახელებენ.

„მდგომარეობა საგანგაშოა არა მარტო ჩვენს სოფელში არამედ მთლიანად ზესტაფონში. ბინძურდება ჰაერი, ნიადაგი, წყალი და, რაც მთავარია, ჩვენი ჯანმრთელობა“, -აცხადებს სოფელ არგვეთის მოსახლეობა.

სოფლის მოსახლეობას ზესტაფონის საკრებულოს წევრი კახა შავგულიძე შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მისი განცხადებით, პრობლემა მართლაც მძიმეა და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.

პრობლემის უახლოეს დღეებში მოუგვარებლობის შემთხვევაში სოფელ არგვეთას მოსახლეობა საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავს.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები