კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბანის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

24 იანვარი, 2013

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავჯდომარე, ზაზა ონიანი ჰყავს. ონიანი, რომელმაც არჩევნების შემდეგ გარდაბნის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ შექმნა აცხადებს, რომ კოალციის მიმართ თავის სიმპათიებს არჩევნებამდეც გამოხატავდა.

,, გარდაბნის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით ამირჩია. ახალი თავჯდომარის არჩევა არსებულმა რეალობამ განაპირობა. მოგეხსენებათ საკრებულოს წინა თავჯდომარემ  სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს,  ყველა თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება და აირჩევა ისეთი  კადრები, რომლებიც მოთხოვნებს აკმაყილებს. არჩევანი, ცხადია,  პარტიული ნიშნით არ მოხდება. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება კი, ძველ თანამშრომლებსაც ექნებათ“, - ამბობს ონიანი და საუბრისას გვიდასტურებს,  რომ თავად მისი კანდიდატურის შესახებ საუბარი კოალიციის გარდაბნის შტაბშიც მიმდინარეობდა.

,, მე შევხდი  კოალიციის გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელს და სხვა პირებსაც, თუმცა ამას ჩემ დანიშნვასთან არსებითი კავშირი არ აქვს“, - დასძეს გარდაბნის საკრებულოს ახალი თავჯდომარე.

საუბრისას ვიგებთ, რომ გარდაბანს მალე ახალი გამგებელიც ეყოლება. ონიანის თქმით, ამჟამინდელი გამგებელი უკვე, 5 წელია აღნიშნულ თანამდებობაზე იმყოფება და წასვლის საკითხს ,,უარყოფითად არ უყურებს“. ონიანის თქმით, გამგებელიც კონკურსის წესით აირჩევა.

გარადბნის გამგებელი, ზვიად ეპიტაშვილი  დღეს ჩვენთან საუბარს თავს არიდებს, თუმცა  25 დეკემბერს ის humanrights.ge-სთან  საუბრისას  ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. ეპიტაშვილი მაშინ, კითხვაზე  კითხვითვე გვპასუხობდა: ,, რატომ  უნდა გადავდგე?!  მე საკრებულოს  მიერ ვარ არჩეული, თუ საკრებულო გადამირჩევს თავისთავად გადავდგები", - ამბობდა ეპიტაშვილი.

გარდაბნის გამგეობაში საკრებულოს ახალ თავჯდომარესთან, შესახვედრად მოქალაქეების გრძელი რიგი დგას. ,,რა კონკურსი უნდა გავიარო, მე მოდელობა კი არა დასაქმება მინდა“, - ეკამათება ონიანის მომლოდინე ქალბატონი დაცვის წევრს. მას უხსნიან, რომ გამგეობაში ნებისმიერ თანამდებობაზე მოსვლისთვის კონკურსის გავლე მოუწევს.

თავად გამგეობის თანამშრომლები კი, პირად საუბრებში იმ სესხებზე საუბრობენ, რომელიც გასული წლის ბოლოს აიღეს. ,, ყველასთვის მოულოდნელი იყო არჩევნების ამგვარი  შედეგით დასრულება. გვეგონა სტაბილური სამსახური  გვქონდა და ბევრს სხვადასხვა  სესხი გვაქვს აღებული ...არ ვიცით რა გველის“,  - საუბრობენ, გარდაბნის გამგეობის თანამშრომლები.

ახალი ამბები