კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეების ანალიზი

24 იანვარი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისში, ქუთაისში სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეების სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა. ანალიზი ქვეყანაში ბოლო წლებში არსებულ ტენდენციებს მოიცავს.

კვლევის ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  სისხლის სამართლის ის საქმეები შეისწავლა, რომლებიც სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც საია-ს წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული საქმეების დიდი ნაწლი არაპროგნოზირებადი შედეგით დასრულდა. გამოვლინდა უამრავი პრობლემა: საქმეებში პოლიციელთა მხრიდან დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა, პირის რეალურად იმაზე დიდი ხნით დაკავება, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დაფიქსირებული, ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, ქმედების არასწორი კვალიფიკაცია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, საპროცესო შეთანხმება თითქმის ყველა საქმეზე და ა. შ.

ახალგაზრდა იურისტთა განმარტებით, კონსტიტუციით, ისევე როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, პირის მიმართ რაიმე სახის იძულება  სამართალწარმოების დროს აკრძალულია. ქართულ რეალობაში კი, მსგავსი მაგალითები საკმარისზე მეტია.

"საქმეების შესწავლისას გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია: ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს ხშირად იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ფლობის ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აკავებენ. აღნიშნული საქმეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ყველგან იდენტური დარღვევები გვხვდება. ამასთანავე, სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ასეთი ტიპის საქმეებში მტკიცების დაბალ სტანდარტს იყენებენ. შედეგად კი, საქმეების უმრავლესობაში დანაშაულის ფაქტს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ადასტურებენ", - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.

ქუთაისში გამართულ პრეზენტაციაზე ახალგაზრდა იურისტებმა პოლიტიკური მოტივაციის მქონე კონკრეტული საქმეებიც განიხილეს. მათ შორის ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტორეპორტიორთა,  26 მაისის მოვლენების დროს დაკავებულთა საქმეები.

ითქვა, რომ ამ ადამიანების მიმართ მეტწილად პოლიტიკური მოტივაცია არსებობდა, ვიდრე მართლმსაჯულება. შედეგად კი, ხშირად გამამტყუნებელი განაჩენი დგებოდა.

„სწორედ ეს დასკვნები და მოტივაცია დაედო საფუძვლად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ აღიარებას პოლიტიკურ პატიმრად. ჩვენ აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ქუთაისში ჩამოსვლამდე თბილისსა და ბათუმში გვქონდა. ბათუმში მას ესწრებოდა რამდენიმე პირი, რომელიც დაკავებული იყო 2011 წლის 26 მაისის საქმეზე. მას შემდეგ, რაც ისინი პოლიტიკურ პატიმრად იქნენ მიჩნეული, გათავისუფლდნენ", - აცხადებს საიას აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე.

ახალი ამბები