კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაღდათში „ქართული ოცნების“ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

24 იანვარი, 2013

22 იანვარს ბაღდათში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სადამფუძნებლო სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის მანდატის მქონე პირები იყვნენ მოწვეულნი.  სხდომა  ხმაურით დაიწყო, რადგან დასწრების მსურველი „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც აღმოჩნდნენ, თუმცა მათ მანდატები არ ჰქონდათ, რის გამოც სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

გარეთ დარჩენილმა აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ბაღდათის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე  თინათინ კელენჯერიძე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს.  „მან „ქართული ოცნების“ რეალურ აქტივისტებს მანდატი განგებ არ მოგვცა. ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. გარდა ამისა, კელენჯერიძე წინასაარჩევნოდ  თავადაც არ გამოირჩეოდა პარტიული აქტიურობით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მან დატოვოს თანამდებობა და მოგვცეს საშუალება ღირსეული კანდიდატი ავირჩიოთ“. - აცხადებდა სხდომის გარეთ დარჩენილი ერთ-ერთი ბაღდათლი.

მიუხედავად ექსცესებისა, სხდობა 2 საათზე მაინც დაიწყო. თუმცა დარბაზში მყოფმა  აქტივისტებმა თინათინ კელენჯერიძეს სხდომის დატოვება და პარტიიდან წასვლა მოსთხოვეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე და ომარ ნიშნიანიძეც ესწრებოდა. „პარტიის ბაღდათის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი რელური კანდიდატურა გამოიკვეთა: თინათინ კელენჯერიძე და მაია კბილაშვილი. ვინ იქნება რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ეს ხალხამა უნდა გადაწყვიტოს და ვფიქრობ.“_ განაცხადა დავით  ლორთქიფანიძემ.

სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა: „მოლაპარაკების შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ დელეგატთა რაოდენობა 100-დან 150-მდე გავზარდოთ, რაც ვფიქრობ ხალხის სურვილის გამოხატვის რეალურ შედეგს მოგვცემს.“

თინათინ კელენჯერიძე, რომელიც  „ქართული ოცნების“  ბაღდათის ორგანიზაციის თავჯდომარეა, ხალხის ბრალდებებს უარყოფს და სიმართლის დამტკიცებას სხდომაზე ფაქტებით გეგმავს.

მაია კბილაშვილი კი, ხალხის ბრალდებებს კელენჯერიძის მიმართ ეთანხმება და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობის გაზრდას ეთანხმება.

შესვენების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  სხდომის შეწყვეტა გადაწყვიტეს და სხდომის ჩატარების ახალ თარიღად 26 იანვარი დაასახელეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის სხდომას 150 დელეგატი დაესწრება. ისინი თავჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

მარი ტაბიძე, ბაღდათი

ახალი ამბები