კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი ვითარებით

25 იანვარი, 2013

www.media.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 24 იანვარს,  გვიან ღამით, ევროპაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო,   რომლის მე-7 და მე-15 პუნქტებში შეტანილ შესწორებებში,  გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო ანსამბლეას რეზოლუცია ევროპაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას ეთმობა და ცალ-ცალკე თავია ქვეყნებზე, სადაც ორგანიზაციის წევრების აზრით, მედიის თავისუფლების მხრივ პრობლემებია.

საპარლამენტო ანსამბლეას სხდომაზე შესწორებების მნიშვნელობაზე  შვედეთის დელეგაციის წევრი ლეიფ იოჰანსონი გამოვიდა.

„ევროპის საბჭო ამ შესწორებით უარყოფით შეფასებას აძლევს, ივანიშვილის [საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი] გამონათქვამებს  საზოგადოებრივი არხის და „მე-9”  არხის შერწყმის შესახებ და მისსავე გამონათქვამს კერძო ტელევიზიის [გულისხმობდა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს] მფლობელების შეცვლის სასურველობის  შესახებ”, განაცხადა იოჰანსონმა.

რეზოლუციაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს, ნათქვამია, რომ  „ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას მოულოდნელ ფინანსურ ინსპექციებთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელსაც მოჰყვა აგრესიული პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან, პარალელურად კი, სადავო შესწორებების შეტანა ტელერადიო მაუწყებლობასთან დაკავშირებულ კანონში”

 „ეს ნაბიჯები წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეცხრე არხთან შერწყმის სურვილთან დაკავშირებით, რომელსაცპრემიერის მეუღლე ფლობს“,-   ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის კიდევ ერთ პუნქტში კი, ნათქვამია, რომ “ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საზოგადოებრივ მაუწყებლებში ხელმძღვანელები ჩაანაცვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ ამ მაუწყებლების პოლიტიკურ ორიენტაციაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერი განიხილავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შერწყმას კერძო მაუწყებელ - მეცხრე არხთან, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა და განიხილავს მაუწყებელთან დაკავშირებით კანონის შეცვლას “.

რეზოლუციის კომენტირებისას, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის წევრმა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობიდან ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას,  ”რუსთავი -2”-ს განუცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესწორებების შეტანა  ლეიფ იოჰანსონის მხარდაჭერით მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ”ამ კაცს ჰყავს მეგობრები ქართულ ოპოზიციაში.”

მისივე განცხადებით, განათლების მეცნიერებისდა  კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რეზოლუციის პროექტის განმხილვა მოხდა, იოჰანსონს შესწროებების შეტანა ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა შესთავაზეს, რაც შვედმა  პარლამენტარმა გაიზიარა.

„მაგრამ, დასძინა ბერძენიშვილმა, ” როცა  გვეუბნებიან, რომ კანონს ნუ განიხილავთო, მაპატიეთ, მაგრამ საქართველოს პარლამენტის პირდაპირი დანიშნულებაა, განიხილოს კანონპროექტები.ამასთან, მისივე თქმით, რამდენადაც რეზოლუცია ევროპის საბჭოს მიიღო, საქართველო ვალდებულია დოკუმენტში მოყვანილი შენიშვნები გაითვალისწინოს.

„მაუწყებლობის  შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტით,  რომელიც პარლამენტს 2012 წლის 26 დეკემბერს წარედგინა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი მთლიანად იცვლება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აჭარის ტელევიზიის  საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირების წესს და მაუწყებლების ფინანსურ გამჭივრვალობას.

ახალი ამბები