კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა ხატიაშვილი - სამსახურიდან გათავისუფლებული პროკურორები ადვოკატობას ითხოვენ, რაც "ადვოკატთა ასოციაციისთვის" ცუდია

25 იანვარი, 2013

სამსახურიდან გათავისუფლებული პროკურორები ადვოკატობას ითხოვენ, რაც "ადვოკატთა ასოციაციისთვის" ცუდია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ასოციაციას არ აქვს უფლება, ძველი საქმიანობის და მრწამსის გამო უარი თქვას ყოფილ პროკურორებზე, თუმცა 10-მდე მათგანს ადვოკატის უფლებაზე სხვა მიზეზით ეთქვა უარი.

ხატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი ჩივიაშვილი, გიზო უგულავა, რომეო საჯაია, ალექსანდრე მგელაძე, ლევან ხუციშვილი, შოთა გენგაშვილი, გიორგი ონიანი და მილერი ხარებავა ყოფილი პროკურორები არიან, რომელიც ასოციაციამ კანონით დადგენილი უფლებით არ მიიღო.

„დაახლოებით 10 მსურველს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მათ მიერ ტესტირების ჩაბარებიდან გასული იყო შვიდი წელი. ადვოკატთა კანონოს 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის საფუძველია, თუ ტესტირების ჩაბარებიდან გასულია შვიდი წელი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, ჩააბარონ გამოცდა და თუ ჩააბარებენ, გავაწევრიანებთ. გათავისუფლებული პროკურორების 90% ადვოკატთა ასოციაციაში მოდის და წევრიანდება, რაც ძალიან ცუდია ასოციაციისთვის. როდესაც პროკურორი თავისი მენტალიტეტით მოდის ადვოკატთა ასოციაციაში, მას ადვოკატის მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს. ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა დამკვიდრებული, თუ ადამიანს გამოაგდებდნენ სამსახურიდან ან აღარ უნდოდა არსად მუშაობა, წევრიანდებოდა ადვოკატთა ასოციაციაში. ეს პრობლემა ასოციაციის წინაშე დგას და საჭიროა კანონში ცვლილებები, რომელიც ამას დაარეგულირებს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ასოციაციას არ აქვს უფლება - ძველი საქმიანობისთვის უთხრას უარი პროკურორს ადვოკატობაზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები