კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში სტუდენტები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვენ

28 იანვარი, 2013

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდიან. მათ თავიანთი მოთხოვნები უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს გააცნეს. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტში სწავლის საფასური სწავლების დონის არ შეესაბამება.

„ჩვენი მშობლები საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან, რომ ჩვენ შესაბამისი განათლება მივიღოთ. უნივერსიტეტში კი, ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ნაკლებად არის. საჭიროა, მეტი ყურადღება მიექცეს რექტორატის მხრიდან არსებული პრობლემები აღმოიფხვრას", - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

სტუდენტებმა, რექტორთან შეხვედრისას,  2012 წელს უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული ლექტორ-მასწავლებლების საკითხიც დააყენეს და დასვეს კითხვა: გათავისუფლდნენ თუ არა ისინი პოლიტიკური ნიშნით?

გიორგი ღავთაძე ლექტორთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. რაც შეეხება სწავლის ხარისხს, მისი განმარტებით, ეს საკითხი ეტაპობრივად გამოსწორდება:

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ სტუდენტი სწავლისთვისაა განწყობილი, იგი ამას აუცილებლად მოახერხებს. მაგრამ სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა უნივერსიტეტში არა სწავლისთვის, არამედ დიპლომისთვის მოდის", - აცხადებს ღავთაძე.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები