კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

29 იანვარი, 2013

ნინო მშვიდობაძე,გურია

ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ  საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ხმები იმის შესახებ,რომ ჩიტიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, დიდი ხანია ვრცელდება. თუმცა, თავად ჩიტიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. გავრცელებულ ხმებს მასზე გახორციელებული ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის ზეწოლის შესახებ, საკრებულოს უკვე ყოფილი თავჯდომარე კატეგორიულად უარყოფს.

humanrights.ge-სთან საუბარში ჩიტიძემ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო:

„ეს გადაწყვეტილება პირადად მივიღე, რადგან ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. რაც შეეხება ზეწოლებს, ვაცხადებ, რომ ჩემზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა.“ - ამბობს ჩიტაძე.
 
ჩიტიძის შემცვლელად ამ ეტაპზე, ორი ადამიანი სახელდება: ფარქცია „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, საკრებულოში ნაციონალების სახელით გასული ამირან გიგინეიშვილი და დავით წულაძე, რომელიც ახლა ალასანიას პარტიის წევრია, არჩევნებამდე კი ”ახალი მემარჯვენეების” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი იყო.

ამირან გიგინეიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მას აქვს გარკვეული გამოცდილება და საკრებულოს თავმჯდომარის  მოვალეობას თავს კარგად გაართმევს:

„მოვიდნენ კოალიცია „ქართული იცნებიდან" ჩვენთან  და განგვიცხადეს, კოალიციის მიერ გამოგზავნილი ხალხი ვართ და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენ უნდა აირჩიოთ საკრებულოს თავმჯდომარედ დავით წულაძე,  გამგებლად ზაზა ურუშაძეო.  როგორც რეზო ჩიტიძე გადადგა, მაშინვე განვაცხადე საკრებულოში, რომ მე უნდა ვიყარო კენჭი, იმიტომ, რომ ამ საქმეში მაქვს დიდი გამოცდილება,

თვითმმართველობის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტი  ვარ. ვფიქრობ, რომ მაქვს შანსი, გავხდე საკრებულოს თავმჯდომარე და ალბათ, საკრებულოს წევრებიც მხარს დამიჭერენ.“

რაც შეეხება დავით წულაძეს, მანაც ღიად დააფიქსირა, რომ აქვს სურვილი გახდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:

„დიახ, მაქვს სურვილი, რომ გავხდე საკრებულოს თავმჯდომარე. ვფიქრობ, რომ საკრებულოში მხარდამჭერები მეყოლება. ჩვენი დეპუტატი საქმის კურსშია და იცის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.”

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  მოვალეობას, ჯერჯერობით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა ასრულებს.

ახალი ამბები