კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეხლა-შემოხლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

30 იანვარი, 2013

ნინო მშვიდობაძე,გურია

„გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც „გურიის მოამბე“ იუწყება, ინციდენტი რამიშვილის საცხოვრებელი სახლის  წინ მოხდა.

„ქართული ოცნების" წევრი ნესტორ რამიშვილი მასსა და შარაშენიძეს შორის მომხდარ ინციდენტს უარყოფს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

ფაქტს  კატეგორიულად უარყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძეც: 

„ნამდვილად არ მომხდარა მსგავსი რამ. შესაძლოა,  ესეც ჩემს მიმართ მორიგი პროვოკაციაა“, - ამბობს შარაშენიძე.

 შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ზაზა პეტრიაშვილი ამბობს, რომ ინციდენტის შესახებ პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ შესულა.

მიუხედავად ამისა, ”გურიის მოამბის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კოტე შარაშენიძესა და აქტივისტ ნესტორ რამიშვილს შორის შელაპარაკება სროლასა და ფიზიკურ შეხლა შემოხლაში გადაიზარდა.

„გურიის მოამბე” წერდა, რომ კოტე შარაშენიძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სამსახურებრივი მანქანით მიაკითხა ნესტორ რამიშვილს, რომელიც მას სამსახურს სთხოვდა, რამიშვილმა შარაშენიძეს მანქანაშივე სცემა, გამგებელმა შესძლო თავის დაღწევა და მის თანამებრძოლს ცეცხლსასროლი იარაღის თავში რამდენიმეჯერ ჩარტყმით თავი გაუტეხა, ჰაერში იარაღი გაისროლა და შემთხვევის ადგილი დატოვა.სწორედ ამიტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კოტე შარაშენიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილითა აღიძრა (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება).

თუმცა, როგორც შევიტყვეთ, კოტე შარაშენიძისა და ნესტორ რამიშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დღეს უკვე დახურულია.

ამ ფაქტის შესახებ პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს " თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა, რომ კოტე შარაშენიძის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებდა. პარტიაში მისი ახსნა-განმარტება მოისმინეს, მაგრამ რაიმე დისციპლინური ზომა  არ  მიუღიათ. ამასთან, კობახიძე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ ადასტურებს. თუმცა გურიის სამხარეო სამმართველოში ამბობენ, რომ  ინციდენტთან დაკავშირებით საქმე დახურული არ არის და  გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები