კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„წადი ჩემი სახლიდან“ - აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბინასთან

30 იანვარი, 2013

29 იანვარს ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელთან აქცია გაიმართა. მოქალაქე მარინა ესელიძე გიორგი პაპუაშვილს საკუთარ საცხოვრებელ ფართს ედავება, რომელიც გორგილაძის 37 ნომერში მდებარეობს. აღნიშნული საცხოვრებელი პაპუაშვილს 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიმბოლურ ფასად, 1 000 ლარად გადაეცა.

„ჩემი მეუღლე, როლანდ ბლადაძე მუშაობდა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ. აჭარის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვაში და ჩვენი კუთვნილი ქონება ჩამოგვართვეს. მათ შორის ეს ბინაც. გამოსახლებიდან 8 თვის შემდეგ, ბინაში რემონტი დაიწყო და პრეზიდენტმა სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გიორგი პაპუაშვილს გადასცა. დღეს ჩემი სახლი გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში ირიცხება. მივმართავ სასამართლოს, პროკურატურას და ახალ მთავრობას, მიიღონ შესაბამისი ზომები და დამიბრუნონ ჩემი სახლი“, - მოითხოვს მარინა ესელიძე.

აქციაზე ესელიძის ახლობლები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „წადი ჩემი სახლიდან“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სპიკერი ზვიად სირაბიძე აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება გადაეცა: „სახელმწიფო ვალდებული იყო, რომ უზრუნველყოფა მოეხდინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართებით. შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებული ფართები გადასცა მოსამართლეებს“. 

მარინა ესელიძე სამ შვილთან ერთად საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. ხოლო მისი მეუღლე, როლანდ ბლადაძე დღემდე რუსეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. ესელიძე სახელმწიფო სტრუქტურებს სამართლიანობის აღდგენასა და საცხოვრებელი ბინის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები