კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ გია გვიჩიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს

30 იანვარი, 2013

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ „თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობის საქმეზე მსაჯავრდებული გია გვიჩიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს.

ამის შესახებ წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „პოზიციაში“ სტურობისას განაცხადა.

„ბატონი გვიჩიანი, რომელსაც უვადო პატიმრობა მიუსაჯეს და მისი ტელედაჭერით გირგვლიანის საქმის გადაფარვა სურდათ. ჩვენ ამასაც გამოვიძიებთ, თუ კერძოდ, ვინ დამალა დნმ-ის ანალიზი. იმედი მაქვს, რომ ბატონი გვიჩიანი ციხიდან მალე გამოვა და თავად მოგახსენებთ, ვინ სტუმრობდა ციხეში, როგორ მოხდა მისი ტელედაჭერა, რომ სხვა საშინელებები გადაფარულიყო“, - განაცხდა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "თელასის" მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ და მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გამოვლენილი ახალი გარემოების გამო შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებიდან ირკვევა, რომ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულები შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

აღნიშნული დასკვნები კი პროკურატურაში ინახებოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე მათი დართვა არ მოხდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკოლოზ ლომინაძე 2002 წელს მოკლეს. 2006 წელს მკვლელობა განხსნილად გამოცხადდა და მასზე პასუხისმგებლობა გიორგი გვიჩიანს, ნოდარ გვიჩიანს, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძეს, გიორგი პაპაჩაშვილს დაეკისრათ.

ნათია რუხაძე, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები