30 იანვარს ჭიათურის რაიონის სოფელ ბუნიკაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი გზის შეკეთებას და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.
მოსახლეობის თქმით, ამ სოფლის ტერიტორიაზე წლებია ,,ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს ღია კარიერული წესით მოიპოვებს, რის გამოც გზა დაზიანდა და სოფელს არაერთი ეკოლოგიური პრობლემა შეექმნა.
დღის მეორე ნახევრაში კი, პრობლემების მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა. სოფლის მოსახლეობასთან მოგვიანებით „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი გამოჩნდნენ.
„ის რაც აქ ხდება ვანდალიზმია და ყველა უნდა ჩავერთოთ ამ პრობლემის დროულად მოგვარებაში.“ - ამბობს წერეთელი
მოსახლეობას „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებიც გაესაუბრნენ და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.
მარი ტაბიძე, ჭიათურა