კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონის მაჟორიტარს ზეწოლაში ადანაშაულებენ

31 იანვარი, 2013

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნატალია სამთელაძემ 30 იანვარს, ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისში ისაუბრა.

 სამთელაძის თქმით, ახალი გამგებლის დანიშვნის შემდეგ, სამსახურიდან 15 ადამიანი გათავისუფლდა და ამ საქმეში თავად მაჟორიტარი გოგი ქავთარაძე იყო ჩართული.

„ქავთარაძემ მითხრა, რომ თუ ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, ამას თვითონ გააკეთებდნენ.  მე არ ვწერ განცხადებას, რადგან ჩემი გათავისუფლების მიზეზს ვერ მისაბუთებენ. “ - ამბობს ნატალია სამთელაძე.

სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში ამ კონკრეტულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი აცხადებენ, რომ საქმეს შეისწავლიან და განცხადებას ამის მერე გააკეთებენ.  თუმცა, როგროც სახალხო დამცველის ოფისში განმარტეს, ზოგადად, კანონმდებლობის მიხდევით, თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და მის საქმიანობაში ჩარევის უფლება დეპუტატებს არ აქვთ.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები