კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპორტის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სამსახურიდან სქესის გამო გაათავისუფლეს

1 თებერვალი, 2013
 
ქეთი ღვედაშვილი, „ლიბერალი“

„თანამდებობის დატოვება იმ არგუმენტით მომთხოვეს, რომ სსიპ-ის ხელმძღვანელად ქალი არ შეიძლება იყოს“, - ამბობს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი თათია ელიაძე.

მინისტრს აღნიშნულის განმარტება სთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ასეთი წესი იყო. მას სსიპ-ის ხელმძღვანელის მოადგილეობა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე გაიტანეს და მისი თანამდებობა გააუქმეს: „ამ საუბრებს ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მინისტრის მოადგილეები და ისინიც იზიარებდნენ, რომ სსიპ-ის ხელმძღვანელი კაცი უნდა იყოს“, - განაცხადა თათია ელიაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას.

მისი ინფორმაციით, სამი სსიპ-ისა და სამინისტროს  ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი ყველა პირი უარგუმენტოდ გაათავისუფლეს.  თათია ელიაძის განცხადებით, მისი სსიპ-დან 21 ადამიანია გათავისუფლებული. თუმცა სამინისტრო რეალურ ციფრებს არ ამხელს. „გამჭვირვალობამ გვთხოვა ანგარიში და გვითხრეს, რომ ძველი მონაცემები გადაგვეგზავნა. ახლა ამბობენ რომ 47 ადამიანია გათავისუფლებული, მაგრამ მაგდენი მხოლოდ ორი სსიპ-დან გაათავისუფლეს“, - განაცხადა ელიაძემ.

სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი რატი ბრეგაძე უარყოფს. მისი თქმით, მან არცკი იცის, ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია: „საჯარო მოსამსახურემ თავისი მოვალეობა ნეიტრალურად უნდა შეასრულოს - სამსახურში სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ატარებდეს და არა რომელიმე პარტიის. სამსახურის გარეთ კი რომელი პარტიის ყრილობაზეც უნდა, იქ მივიდეს“.

მისი თქმით, სამინისტროს თანამშრომელთა 2/3 კვლავ სამსახურში რჩება. დეკემბრის მონაცემებით, სამინისტროდან 49 თანამშრომელი წავიდა, მათგან 32 საკუთარი სურვილით. „ნაწილს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ნაწილი კი საკუთარი სურვილით წავიდა“, - განუცხადა „ლიბერალს“ მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი დარჩა, ისევე როგორც იურიდიულ დეპარტამენტში. საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდნენ სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

რაც შეეხება უშუალოდ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თათია ელიაძის გათავისუფლების მოტივებს, რატი ბრეგაძე ამას აბსურდულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მინისტრი ლევან ყიფიანი, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, ასეთ რამეს არავის ეტყოდა. 

თათია ელიაძის გათავისფლების მიზეზად რატი ბრეგაძე სამინისტროს დებულებაში შესულ ცვლილებას ასახლებს, რომლის თანახმადაც, ამ სსიპ-ის ხელმძღვანელი მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე უნდა იყოს: „მით ფუნქციების გადანაწილება მოხდა. გვინდა, რომ სისტემა ერთიან ჩარჩოში მოექცეს  და ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ სპორტის სამინისტროში შემავალი ხუთივე სსიპ-ის დირექტორი და ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების მიზეზად გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობასა და მათ საქმიანობაში არსებული კითხვის ნიშნები დაასახელა. „ამ სსიპიდან ხელმძღვანელი თანამდებობის პირები გათავისუფლდნენ. ერთ-ერთი მარტივი მოტივი იყო ის, რომ ამხელა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც საკმაოდ დიდი თანხა აქვს და არ ჰყავს ერთი იურისტი მაინც, უკვე კითხვები ჩნდება, რამდენად გამართულად მუშაობს ეს ორგანიზაცია. რაც უფრო ღრმად ჩავიხედეთ ცენტრის საქმიანობაში, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ეჭვს სსიპ-ის უშუალო საქმიანობა ბადებდა, რადგან იმ თანხებში, რაც მათ სახელმწიფოსგან ჰქონდათ სუფსიდირებული, ბევრად მეტი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე გააკეთეს.

მისი ინფორმაციით, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის 32 თანამშრომლიდან 15 ანალიტიკურ დეპარტამენტში იყო დასაქმებული, რამაც ასევე კითხვის ნიშნები გააჩინა: „ძველ თანამშრომლებსაც რომ ვკითხეთ, მათ უცხოპლანეტელებად მოიაზრებდნენ, რადგან ის ხალხი თავისთვის იყო ჩაკეტილი და კაცმა არ იცის, რას აკეთებდა“.

მისი თქმით, ბავშვათა და ახალგაზრდობის ეროვული ცენტრიდან ხელმძღვანელების მეტი არავინ გათავისუფლდა. პირადად მან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ექვსი ადამიანი გაათავისუფლა. 22 თანამშრომელს პირველი იანვრიდან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, ხოლო ოთხ მათგანი ამ დრომდე რჩება იქ. ბრეგაძის ინფორმაციით, სამსხურიდან წასულმა ყველა პიროვნებამ ერთი თვის კომპენსაცია მიიღო.

ახალი ამბები