კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2013 წელს პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-100 ადგილზეა

1 თებერვალი, 2013
 
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის მე-100 ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით ამ კომპონენტში საქართველომ მდგომარეობა 4 ადგილით გაიუმჯობესა.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიში სახელწოდებით  - „მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსი 2013 წელს: გაზაფხულის განუხორციელებელი იმედები“ 2013 წლის იანვარში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხდვით, საქართველო გამოირჩევა მედია პლურალიზმით და ამ კომპონენტით ჰგავს მოლდოვას (55-ე), სომხეთსა (74-ე) და ყირგიზეთს (106-ე). 

„ეს ქვეყნები გამოირჩევა ფართო მედია პლურალიზმით და სახელმწიფოს მხრიდან ცენზურის დაბალი დონით. მაგრამ აქ მაინც არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები მედიის დამოუკიდებლობის და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს მხრივ. ჟურნალისტები ხშირად „ფრონტის წინა ხაზზე“ არიან ზედმეტად პოლარიზებულ საზოგადოებებში და ხშირად ხდებიან სხვადასხვა შემავიწროებელი ჯგუფების ნადავლი“, - აღნიშნულია ანგარიშში.  

ამავე დოკუმენტის მიხედვით მსოფლიოში „არაბული გაზაფხულისა“ და სხვა საპროტესტო მოძრაობების შემდეგ პრესის თავისუფლების ინდექსი 2013 წელს მისთვის ჩვეულ კონფიგურაციას დაუბრუნდა.

„ქვეყნების დიდი ნაწილის რეიტინგი აღარ უკავშირდება დრამატულ პოლიტიკურ მოვლენებს და ის უკეთესად ასახავს მთავრობების დამოკიდებულებასა და ზრახვებს მედიის დამოუკიდებლობისადმი საშუალო და გრძელვადიან ჭრილში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით  თავისუფალი მედიის პირველ სამეულში ევროპის ქვეყნები -  ფინეთი (1), ჰოლანდია (მე-2-ე) და ნორვეგია (მე-3-ე) არიან. ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნების სამეული კი ასეთი - თურქმენეთი (177-ე), ჩრდილოეთ კორეა (178-ე)  და ერიტრეა (179-ე).

ამავე ინდექსით 148-ე ადგილს იკავებს რუსეთი. გასულ წელთან შედარებით ის 6 ადგილით ჩამოქვეითდა, ისევე როგორც თურქეთი, რომელიც 154-ე ადგილზეა. თუმცა 6 ადგილით დაწინაურდა აზერბაიჯანი და სიაში წელს 156-ე ადგილი დაიკავა. 

ახალი ამბები