კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო

4 თებერვალი, 2013

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილ ავტომობილებში 20-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი იცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ მათ ავტომობილები უკანონოდ წაართვეს და მის დაბრუნებას მოითხოვენ. მისივე ინფორმაციით, საქმეზე მთავარ პროკურატურას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

„წინა ხელისუფლება, როდესაც აკავებდა გარკვეულ პიროვნებებს, განაჩენის გარეშე აიძულებდა მათ როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონებები გადაეფორმებინათ ძალოვანი სტრუქტურების სახელზე ან ხშირ შემთხვევაში კერძო პირების სახელზე, რომლებიც შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე აფორმებდნენ. ბუნებრივია, ეს იყო უკანონო ქმედება, თუმცა, წინა ხელისუფლების პირობებში აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აჩვენა ავტომობილები, რომლების გატანასაც აპირებენ აუქციონზე. აღნიშნულ ავტომობილებში ძალიან ბევრმა ადამიანმა ამოიცნო საკუთარი ავტომობილები, რომლებიც იძულებით და შანტაჟის გზით იქნა გადაფორმებული მათ მიერ, ხოლო განაჩენში ის მანქანები მოხსენიებული არ არის. ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კატეგორიულად მოვითხოვთ, შეაჩერონ ამ ავტომობილების აუქციონზე გატანა, დაუბრუნდეს ისინი კანონიერ მესაკუთრეებს და არ დაუშვას წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების ახალი ხელისუფლების მიერ დაკანონება“, - განაცხადა ჭკადუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ბალანსზე არსებული ძვირადღირებული
ავტომანქანების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გააკეთა.

სარეალიზაციოდ გამზადდა 50-მდე ავტომანქანა. საუბარია ისეთ ძვირადღირებულ მოდელებზე, როგორიცაა Range Rover, Range Rover Sport, Range Rover truck, Mercedes S, ML, INYX6, X5 da M5, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი.

თითოეული მანქანის ღირებულება ხშირ შემთხვევაში 100 000 დოლარს აჭარბებს, ხოლო მათი ტექნიკური მომსახურება, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯამში წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები