კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სავარძლის მოყვარულთა კონკურსი და საკრებულოს თავმჯდომარის ვარსკვლავი ქუთაისში

4 თებერვალი, 2013

4 თებერვალს ქუთაისის ადგილობრივი თვიოთმმართველობის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებმა თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს. აქციის ფარგლებში ახალგაზრდებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ხვადაგიანს სავარძლის მოყვარულ ჩინოვნიკთა შორის პირველი ადგილი მიაკუთვნეს და აღნიშნული ტიტულის დასტურად  სიმბოლური „სიგელი“ გადასცეს.

„ხვადაგიანი უნდა მიხვდეს, რომ სკამი და ძალაუფლება მარადიული არ არის. ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის მის თანამდებობასაც“, - ამბობს „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი გიზო ბანძელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხვადაგიანის მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ წარმომადგენელს მოუწევს შეელიოს თანამდებობას. „ქალაქი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, ხალხის რჩეულებმა უნდა მართონ“, - აცხადებენ „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები. მათ საკრებულოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ „ვარსკვლავი“ გაუხსნეს.

აქციას ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წარმომადგენელი, ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძეც შეუერთდა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები