კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ითხვისელები ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ

5 თებერვალი, 2013

4 თებერვალს ჭიათურაში სოფელ ითხვისის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.მოსახლეობა  კომპანიისგან ზარალის  ანაზღაურებას ითხოვენ.

 აქციის მონაწილეთა განცხადებით, მაღაროს თანამშრომლები  სამუშაოებს დასახლებულ პუნქტთან ახლოს აწარმოებენ, ყოველდღიურად ხდება მცირე ზომის აფეთქებები, რაც  სახლების დაზიანებას იწვევს. მოსახლეობის თქმით, სოფელში ეკოლოგიური პრობლემებიც წარმოიქმნა.

„ჩვენ ამ პრობლემით  „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებსაც და ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ მაგრამ უშედეგოდ.“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემას იცნობენ და მოსახლეობასთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, ითხვისელები მაღაროსთან მისასვლელი გზის გადაკეტვას  გეგმავენ.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები