კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ“ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა

5 თებერვალი, 2013

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ“ გაასაჩივრა   თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  მან ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი ტექნიკის დაზიანებისთვის მილიონ სამასი ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ media.ge-ს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ ადვოკატმა, გოჩა სვანიძემ განუცხადა.

„მაესტრომ“  მისი კუთვნილი ტექნიკის დაზიანებისთვის  „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ წინააღმდეგ, რომლის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილია, სარჩელი 2011 წლის 5 დეკემბერს შეიტანა და მილიონ რვაასი ათასი ლარის კომპენსაცია ითხოვა.  საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„გაოგნებული ვარ, იმის ალბათობა, რომ ეს სარჩელი რაიმე ფორმით დაკმაყოფილებულიყო არ არსებობდა. „მაესტროს“ ახლა აღიქვამენ „გარჯვებულ ხალხის ტელევიზიად“ და კონიუქტურული შიში გააჩნიათ მის მიმართ. გონს მოეგოს ყველა. კანონებით ვიმსჯელოთ და არა იმით, ვინ ხმამაღლა ყვირის საინფორმაციო სივრცეში“, - უთხრა მაშინა Media.Ge-ს გოჩა სვანიძემ.

„რუსთავის მედიის მართვის კომპანიასა“ და „მაესტროს“ შორის სხვა სასამართლო დავაც არსებობს. კომპანია  „მაესტროსგან“ ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტის მოტივით ორი მილიონ ხუთასი ათას ლარსა და ტელეკომპანიაში ინვესტირებული თანხის დაბრუნებას ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სვანიძის თქმით, „რუსთავის მედიის მართვის კომპანია“ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავს. „სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ავიღეთ, გავეცნობით და შევიტანთ შესაბამის სარჩელს“,- ამობს ის.

„მაესტროს“ მმართველ კომპანია „რუსთავის მედიის მართვის კომპანიასა“   და ტელეკომპანიას შორის ურთიერთობა,   2011 წლის 30 ნოემბერს დაიძაბა, მაშინ  ეროსი კიწმარიშვილმა, რამდენიმე პირთან ერთად,  ტელეკომპანიის შენობა დაიკავა.  ინციდენტს ტელეკომპანიის მუშაობის პარალიზება მოჰყვა.

www.media.ge

ახალი ამბები