კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ დაიბარეს დაკითხვებზე ნაციონალების კოორდინატორები

7 თებერვალი, 2013

Humanrights.ge–ს ინფორმაციით, ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები დაკითხვაზე დაიბარეს.

ჩვენი ინფორმაციით, დაკითხვების მიზეზი თანხების გაფლანგვაა. Humanrights.ge შეეცადა დაკითხულებს დაკავშირებოდა. ერთ–ერთი მათგანი, ნაციონალური მოძრაობის მთავარი კოორდინატორი, რომელმაც ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა, ამბობს, რომ დაკითხვები ნორმალურად წარიმართა და მათზე რაიმე სახის ზეწოლა არ მომხდარა:

„მე დავიკითხე მოწმის სახით, სამწუხაროდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზეზს ვერ გეტყვით, არ ვიცი, კიდევ დამიძახებენ თუ არა“, – გვითხრა ყოფილმა კოორდინატორმა.

ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციაში ვცადეთ, თუმცა ორგანიზაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, გამგებლის მოადგილე კახა ასკურავამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

როგორც გავარკვიეთ, ასკურავა ამჟამად შვებულებაში და სამსახურში არ იმყოფება. თავად ორგანიზაციის ოფისი კი, დაკეტილია.

ფაქტის შესახებ არაფერი იცის გამგებლის მეორე მოადგილემ, ნუგზარ ღლონტმა. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი გელა ქურიძეც არ ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას.

ნამდვილად დაიკითხნენ თუ არა ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები? ამ კითხვით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს.

მისი თქმით, ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკვე გააკეთა განცხადება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა და განაცხადა:

„მხოლოდ კოორდინატორები არ დაკითხულან. გამოძიება მიმდინარეობს ერთ–ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, სანამ გამოძიება არ დასრულდება. გეტყვით მხოლოდ, რომ თითოეული მათგანი მოწმის სტატუსით დაიკითხა. ვერც იმას გეტყვით ამ ეტაპზე, გაგრძელდება თუ არა დაკითხვები. ალბათ, მანამდე გაგრძელდება, სანამდე საჭიროდ ჩათვლის გამოძიება“, აღნიშნა ხათუნა პაიჭაძემ.

ლანჩხუთის პოლიციაში დაკითხვების ფაქტს გვიდასტურებენ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისაგან თავს იკავებენ.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები