კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება შედის

8 თებერვალი, 2013
 
საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა , მომზადებული კანონპროექტით კანონის მოქმედ რედაქციაში ზოგიერთი პოზიციის გადახედვაა გათვალისწინებული. 

„მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც განსახილვლელად პარლამენტს გადაეგზავნება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას ეხება. კერძოდ, თუ ადამიანზე, რომელიც დაარღვევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს, თავიდანვე ვრცელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტით კი, შემოგვაქვს ნორმა, რომლითაც თავდაპირველად პირის დასჯა ადმინისტრაციული წესით მოხდება. დანაშაულისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა და სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესისი დარღვევა მეორედ განმეორდება“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

მისივე შეფასებით, პირის პირველივე დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა არ მიაჩნია სწორად, რადგან ქართულ ციხეებში ამის გამო სხავადსხვა ქვეყნის არაერთი მოქალაქე ხვდებოდა. 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები