კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულმა ოცნებამ“ ხონში თავმჯდომარე აირჩია

11 თებერვალი, 2013

8 თებერვალს,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარედ ოთარ მუშკუდიანი აირჩიეს. სადამფუძნებლო კონფერენციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ესწრებოდა.

 შეგახსენებთ,  რომ ხონში კონფერენცია ორჯერ გადაიდო, რადგან რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ  მუშკუდიანის არჩევას „ქართული ოცნების“ აქტივისტთა ერთი ნაწილი აპროტესტებდა.

8 თებერვლის კონფერენციის დასრულების შემდეგ  პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტების იმ ნაწილს შეხვდა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მუშკუდიანის წინააღმდეგ  საპროტესტო აქცია გამართეს.

„ჩვენ ორივე მხარეს შევხვდით და დავილაპარაკეთ, ფაქტია რომ ეს ადამიანები თავისი რაიონის და ქვეყნის პატრიოტები არიან და სურთ „ქართული ოცნების“ გვერდით იდგნენ. ამდენად ჩვენ შეთანხმევას მივაღწიეთ.  ამ ადამიანებსაც კარგად ესმით, რომ ყველა ვერ იქნება თავჯდომარე და დელეგატი.“ _ განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა მანანა კობახიძემ.

 მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები