კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწარმე სურსათის უვნებლობის კანონის ამოქმედებას ითხოვს

11 თებერვალი, 2013

ფალსიფიცირებული პროდუქტით გაჯერებული ბაზარი, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი  და ზეწოლა მეწარმეზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან  - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ქუთაისში არსებული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აიას“ პრეზიდენტმა, ამბერკი დვალიშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე 7  თებერვალს ისაუბრა.

 „ქუთაისის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის ბაზარი ფალსიფიცირებული ლიმონათით არის მოცული. პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელი იაფად იძენს, მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო კი, რომელთა რიცხვს „აია“ განეკუთვნება, ქვეყანაში არსებული განუკითხაობის შედეგად მნიშვნელოვნად ზარალდება.“ - აღნიშნა დვალიშვილმა.

ამბერკი დვალიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას არ ეძლევა საშუალება, ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე დამკვიდრებულ სხვა პროდუქტს.

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“ უკვე  20 წელია ქართულ ბაზარზეა:

„სირცხვილია, ქალაქში, სადაც მიტროფანე ლაღიძემ 1900 წელს პირველი ლიმონათი  ჩამოასხა, განუკითხაობის გამო მომხმარებელი ყველაზე ცუდ ლიმონათს სვამდეს“, - აცხადებს დვალიშვილი. იგი სურსათის უვნებლობის კანონის ამოქმედებას ითხოვს, რომლის თაობაზეც წერილით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები