კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირების შენიშვნები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

11 თებერვალი, 2013

სალომე ჩხეიძე

„საქართველოს  გაერთიანებულმა პროფკავშირებმა“ არასამთავრობო სექტორს   შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების  შესახებ  შენიშვნებისა და რეკომენდაციების  პაკეტი წარუდგინა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით  იუსტიციის სამინისტროსა და პროფკავშირების გაერთიანებას შორის  გარკვეული შეთანხმება ზოგიერთ საკითხზე მოხდა, თუმცა არის საკითხები, რომელთა შესახებაც ამ ორ მხარეს განსხვავეული პოზიციები აქვთ და შეთანხმება ვერ ხერხდება. 

„შრომის კოდექსი არ შეიცავს დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმებს, -დასაქმებული საერთოდ არ არის დაცული დისკრიმინაციული ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლებისაგან. ასევე , არ არის განსაზღვრული  ნორმირებული სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება. გარდა ამისა, კოდექსი არ ითვალისწინებს გამოუყენებელი შვებულების გამო კომპენსაციის მიღების უფლებას, უკანონოდ გათავისუფლებულის სამუშაოზე აღდგენას და სხვა ასეთ საკითხებს, რომლებიც  პროფკავშირების გაერთიანების აზრით ძალიან მნიშვნელოვანია’’.  - განაცხადე ირაკლი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით,  სამუშაო დროის ხანგძლივობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ზუსტად 41 საათით. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კი, გაზრდილი ტარიფით უნდა მოხდეს.

პროფკავშირების წარმომადგენლების აზრით, 16-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანებისა და ასევე მძიმე ან საშიშპირობებიან  სამუშაოზე დასაქმებულთა სამუშაო დრო კვირაში 36 საათით უნდა განისაზღვროს.  გარდა ამისა, შესწორება უნდა მოხდეს მე-5 თავში და სრულად უნდა იქნას ამოღებული ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ დამსაქმებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს პირის დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი.  აგრეთვე ცვლილება უნდა მოხდეს  მე-6 თავში და განისაზღვროს, რომ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია წერილობით, თუ კი შრომითი ურთიერთობა გრძელდება 2 თვეზე მეტ ხანს.   პროფკავშირების გაერთიანების აზრით,  აუცილებელია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელმა აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შევებულება შრომითი ურთიერთობის ხანგძლივობის პროპორციულად.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება კიდევ ერთი უქმე დღის დამატებასაც მოითხოვს. მათი აზრით 1 მაისი ან 7 ოქტომბერი შრომის დღედ უნდა გამოცხდადდეს.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, შეხვედრაზე წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების ირგვლივ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების  იურისტებს შორის დისკუსიაც გაიმართა.

ახალი ამბები