კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ინიციატივა მონიტორინგის ჯგუფის გაფართოებასთან დაკავშირებით

12 თებერვალი, 2013

 11 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანაუშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, სოზარ სუბარს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა  და პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაფართოებისა და გადახალისების შესახებ, თავისი ინიციატივა გააცნო.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა წარადგინა საკუთარი ხედვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბა ის კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც  პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაფართოების პროცესში ექსპერტების შერჩევა მოხდება.(ინიციატივა იხილეთ: http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&n=0&id=1639 )

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი მიესალმა სახალხო დამცველის ინიციატივას. სოზარ სუბარმა ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამჭვირვალობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ დახურულ ინსტიტუციებში სისასტიკის გამოვლენას ადგილი აღარასდროს  უნდა ქონდეს. სწორედ ამ მიზნით უნდა შეიქმნას მონიტორინგის საბჭო, რომელსაც ზედამხედველობას მაღალი ნდობით აღჭურვილი სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს.

მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილავენ ტექნიკური ხასიათის საკითხებს, კერძოდ ექსპერტების მანდატის ხანგრძლივობას, ექსპერტთა რაოდენობას, კომისიის წევრთა შემადგენლობას, ასევე ჩამოაყალიბებენ წესდებას, ჯგუფის წევრების ეთიკის კოდექსს და გაწერენ სამართლებრივ რეგულაციებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატთან შემდგომი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

www.ombudsman.ge 

ახალი ამბები