კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ დაკითხვაზე უგულავას იძულებით მიყვანის მოთხოვნა დააკმაყოფილა

18 თებერვალი, 2013

სივილ ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პოლიციის მიმართვა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ დაკითხვაზე მოწმის სახით იძულებით წარდგენის შესახებ ერთი კვირის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით.

გიგი უგულავა გამოიძახეს პოლიციაში, მაგრამ დაკითხვაზე არ გამოცხადდა და სასამართლოს თქმით, „არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აცნობა გამომძიებელს“.

მართალია თბილსის მერს ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს, თუმცა ის პოლიციის განყოფილებაში მისვლის წინააღმდეგ გამოვიდა და სანაცვლოდ გამომძიებლები მერიაში მიიწვია. შსს-მ უარი განაცხადა მისი შეთავაზების გაზიარებაზე და მის მიმართ იძულებითი ზომების გასატარებლად სასამართლოს მიმართა.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოწმის სახით დასაკითხი პირის, გიორგი უგულავას გამოძიების წარმოების ადგილას მოყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

გიგი უგულავას დაკითხვა 16 თებერვალს 15 საათისთვის დაინიშნა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდებოდა.

თბილისის მერი უგულავა შაბათს დაკითხვაზე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პოლიციის მიმართვა უგულავას მიმართ დაკითხვაზე მოწმის სახით იძულებით წარდგენის შესახებ ერთი კვირის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით.

უგულავა პოლიციის სამმართველოში დანიშნულზე ორი საათით ადრე მივიდა; შედეგად, პოლიციას აღარ დასჭირდა მისი იძულებით მიყვანა. გიგი უგულავა ორჯერ იქნა გამოძახებული პოლიციაში, თუმცა ის პოლიციაში მისვლაზე უარს აცხადებდა და სანაცვლოდ მერიაში სთავაზობდა გამომძიებლებს მისვლას. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იგი მხოლოდ სასამართლოს ბრძანების შემთხვევაში მივიდოდა პოლიციაში.

დაახლოებით სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, უგულავამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა დაიკითხოს იმასთან დაკავშირებით, რომ 8 თებერვლის ინციდენტის დროს პოლიციამ ვერ შეძლო ძალადობის აღკვეთა. 

ახალი ამბები