კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

19 თებერვალი, 2013

18 თებერვალს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს. საუბარია სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაზრდის ინიციატივაზე.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ამავე კანონში იმავე საკითხზე ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითაც შედის, რომელიც პარლამენტს იანვარში გამართულ რიგგარეშე სესიაზე წარედგინა. საქმე ეხება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციებსა და მათი გაანგარიშების მეთოდს.

ამასთან, პრეზიდენტის პროექტის თანახმად, ძალოვანი სტრუქტურიდან დათხოვილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაანგარიშება შემდეგნაირად უნდა მოხდეს - კომპენსაციის 55 წლამდე დანიშვის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 1,5%-ის ნამრავლი ძალოვან ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; 55-დან 60 წლამდე შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის ხელფასის 2%-ის ნამრავლი ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 2,5%-ის ნამრავლი ძალოვან სტუქტურებში მუშაობის სტაჟზე; 65 წლის ასაკიდან კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში - დათხოვნის მომენტისთვის მისი ხელფასის 3%-ის ნამრავლი ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.

პრეზიდენტის ინიციატივის გათვალისწინებით, კომპენსაციების ნაწილში კანონის დებულებები დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზეც გავრცელდება, რაც დღეს არ ხდება.
ამავე პროექტით, კანონს ემატება პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის განსხვავებულ ოდენობას.

რაც შეეხება ამ მიმართულებით მთავრობის ხედვებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას, პროექტის მიხედვით, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშებისას, მისი ხელფასი მხედველობაში აღარ მიიღება. კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება მთავრობის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი წესით მოხდება: 65 წლის ან მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის ორგანოებში ნამსახურების წლების ნამრავლი 5-ზე, კადრების სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - 10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის - 15-ზე. კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოთ აღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80%-ს.
პროექტის თანახმად, ამავე პრინციპით გადაანგარიშდება კომპენსაციები სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. გარდა ამისა, კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. ასევე ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო, კომპენსაციის მიმღები ოჯახებისთვის.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პირის ასაკი, დათხოვნის მომენტისთვის მისი თანანმდებობრივი სარგო და მუშაობის სტაჟი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები