კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი არველაძე - დამკითხეს რადგან ჩემს ვებ-გვერდზე საგამოძიებო ფილმი გავიდა

19 თებერვალი, 2013

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი მფლობელი და დირექტორი, გიორგი არველაძე სამართალდამცავების მიერ გუშინ 17 თებერვალს მის დაკითხვას მედიაში ახლანდელ საქმიანობას უკავშირებს- ამის შესახებ სააგენტო “კავკაზ პრესი” ავრცელებს.

არველაძე ვებ-გვერდ politico.ge-ს რედაქტორია, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი “იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ზურაბ ხვისტანია.

„კავკაზ პრესის” ცნობით, არველაძემ  განაცხადა, რომ ვებ-გვერდზე ორი დღის წინ დაიდო ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს 10 თვის ბარბარე რაფალციანის გარდაცვალებას  ეხება. მეორე დღეს კი, ის ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

„ჩემი შეფასებით და ღრმა რწმენით ეს არის გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და რომელიც თვისუფალ, განსხვავებულ და კრიტიკული სიტყვის დევნას ითვალისწინებს. ჩემ მიმართ კითხვები აქამდე არავის გასჩენია და ამ კითხვების გაჩენა ჩვენი პორტალის ონლაინ სივრცეში გაშვებას და ჟურნალისტურ გამოძიებას საეჭვოდ დაემთხვა", - განაცხადა არველაძემ.

არველაძე ამბობს, რომ მან არ იცის რა საქმესთან დაკავშირებით იყო დაკითხული, თუმცა განმარტავს, რომ კითხვები ტელეკომპანია „იმედს" უკავშირდებოდა.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაკითხვის დროს უთხრა, რომ ის მათი ხშირი სტუმარი იქნება.

„ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ რაღაცეების გვეშინოდეს და ამის საფასურად გავჩუმდეთ. ასეთი მასშტაბით ზეწოლა არაკონტროლირებად მედიაზე საქართველოში არასდროს მახსოვს", - აღნიშნა არველაძემ და საერთაშორისო საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე რეაგირება სთხოვა.

ვებ გვერდ "ნეტგაზეთის" ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ არველაძის დაკითხვა არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას და რაფალიანცის საქმეზე მასალის გამოქვეყნებას.

თამარ ფარადაშვილი, www. Media.ge

ახალი ამბები