კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკაში ძლიერი ჟურნალისტები რეგიონებიდან არიან”,- ელჩი რიჩარდ ნორლანდი

22 თებერვალი, 2013

ჟურნალისტიკაში სტანდარტების და ბალანსის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა დღეს, 21 თებერვალს რადიო „თავისუფლების“ მედიასკოლის ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამისა და ორთვიანი სტაჟირების პროგრამის სტუდენტების გამოსაშვებ საღამოზე.

რადიო „თავისუფლების“ მედიასკოლა ჟურნალისტური განათლების ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის ხელშეწყობით, IREX-ის G-MEDIA პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს.

რიჩარდ ნორლანდმა მედია სკოლის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა და სიტყვით მიმართა. ელჩმა რადიო „თავისუფლების“ მნიშვნელობა გაიხსენა საბჭოთა კავშირის დროს, რომელიც მაშინ რადიო „ამერიკის ხმასთან“ ერთად ალტერნატიული ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყარო იყო.

რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ საქართველოში მედიაში არსებული გარკვეული პრობლემების მიუხედავად, მაინც შესამჩნევი პროგრესია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოვლენების გაშუქება, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

„ამერიკაში რეგიონებში ჟურნალისტებს უფრო რეალური ინფორმაცია აქვთ, ვიდრე დედაქალაქში მყოფებს, რომლებიც ლიდერების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებენ. ზოგჯერ ზარმაცობენ, რომ უფრო ღრმად ჩაეძიონ ფაქტებს. ამერიკაში ძლიერი ჟურნალისტები რეგიონიდან არიან“, - განმარტა ნორლანდამა.

მისივე თქმით, დღეს ბევრი ავრცელებს ინფორმაციას, ბლოგერები საზოგადოებას სთავაზობენ ანალიტიკურ მასალებს, მაგრამ ეს არ არის ჟურანლისტიკა: „ჟურნალისტიკა არის ის, რისთვისაც ეს სკოლა შეიქმნა. ჟურნალისტიკა არის ბალანსის დაცვა და ობიექტურობის შენარჩუნება“.

რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ დღეს ჟურნალისტობა მრავალ საფრთხეს შეიცავს. ომის ჟურნალისტები სიკვდილის რისკის ქვეშ მუდმივად არიან იმისათვის, რომ ხალხმა მიიღოს ინფორმაცია რა ხდება მსოფლიოს ცხელ წერტილებში. ნორლანდმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტობა რთულია ამერიკაშიც, სადაც კონკურენტურანიარ გარემოში ჟურნალისტები გამოცემისგან ზეწოლას განიცდიან, რომ რაიმე თემის გაშუქებით კორპორაციას საფრთხე არ მიადგეთ, ეს კი თვითცენზურის პრობლემას ქმნის.

თამარ ფოლადაშვილი, media.ge

ახალი ამბები