კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი ვალდებული ხდება თანხმობა ეროვნული ბანკიდან მიიღოს

22 თებერვალი, 2013

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი პირი ვალდებული ხდება ეროვნულ ბანკს მიმართოს და წილის შესახებ თანხმობა ეროვნული ბანკიდან მიიღოს.

ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში შედის, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა მოამზადა და რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა და დღესვე მას მესამე მოსმენითაც განიხილავენ და უყრიან კენჭს. წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი პირის განაცხადს, მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს და დაინტერესებულ პირს შესაბამის ოპერაციის განხორციელებაზე ან თანხმობას მისცემს, ან დასაბუთებულ უარს ეტყვის. განაცხადის წარდგინებიდან 15 კალენდარულ დღის ვადაში ეროვნული ბანკის მხრიდან პასუხისგაუცემლობა ავტომატურად შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემად ჩაითვლება.

ამასთან, პროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუკი დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა განაცხადი, ან ეროვნული ბანკისგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.

კანონპროექტის თანახმად, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეძლევა საკრედიტო საგადასახადო ბარათის გამოცემის უფლება.

საკითხი პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვის საგანს წარმოადგენს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები