კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ უგულავას არც გირაო შეუფარდა და არც თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა

26 თებერვალი, 2013
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა , თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს  შეფარდების და თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. უგულავას  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც უგულავას ქვეყნის დატოვებას აუკრძალავდა.

"ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისი მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი, სასამართლოს განჩინებით, ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან". - აღნიშნეს საქალაქო სასამართლოში. 

სასამართლო დარბაზში  უგულავამ  მოსამართლეს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მან დასძინა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა და ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს ვერ გადაიხდიდა, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების და ქვეყნიდან გაუსვლელობის თაობაზე, უგულავას დარბაზში მსხდომი  მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ. თავად უგულავამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

უგულავას საქმეზე წინასწარი სასამართლო მოსმენა 10 აპრილისთვის არის დანიშნული

civil.ge

ახალი ამბები