კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქიმერიძეების ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა

27 თებერვალი, 2013

2013 წლის 27 თებერვალს ერთი წელი სრულდება სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებიდან. ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მცხოვრები სოლომონ ქიმერიძე ხაშურის შს სამმართველოს შენობაში დაიღუპა, ის მესამე სართულიდან გადმოვარდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო.

როგორც ადამიანის უფლება ცენტრს ოჯახის წევრებმა აცნობეს, 2013 წლის 22 თებერვლიდან ქიმერიძეების ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა. ხაშურის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, 373 ოჯახს სოციალური დახმარებები შეუწყდა. ხაშურის სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბარბაქაძე აცხადებს, რომ დასახელებული 373 ოჯახის წევრები შემოსავალს მალავდნენ. ,,დახმარება სოციალური მომსახურების სააგენტომ შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით შეწყვიტა“ – აცხადებს ბარბაქაძე. მისი თქმით, აღნიშნული ოჯახის წევრები შემოსავლის წყაროებს მალავდნენ, ხოლო მათი აღმოჩენისთანავე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში აცხადებენ, რომ მონაცემების გადამოწმების შემდეგ მოხდება გარკვეულ ოჯახებზე დახმარების გაცემა.

რაც შეეხება სოლომონ ქიმერიძეს,  შსს ოფიციალურ ვერსიაში წერია: „დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. 2012  წლის 28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა“,  - წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების არ სჯერათ თავად სოლომონ ქიმერიძის ოჯახს. მისი შვილი გივი ქიმერიძე დღეს ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ხელახლა მოითხოვეს.

„ჩვენ აჩევნების შემდეგ მოვითხოვეთ საქმის ხელახალი გამოძიება რადგან იმ დროს ჩვენ გვაშინებდნენ. ჩვენთან მოდიოდნენ ზურაბ ზულიაშვილი და კობა სუთიაშვილი და ფულს გვთავაზობდნენ გაჩუმების სანაცვლოდ. ჩვენ საქმის ობიექტურად გამოძიებას და იმ პირების დასჯას მოვითხოვთ, რომელთა ბრალეულობაც საქმის გამოძიების შემდეგ გამოიკვეთება“, - განაცხადა გივი ქიმერიძემ. 47 წლის სოლომონ ქიმერიძე ხასურის პოლიციის რიონულ შენობაში ეჭვმიტანილის სტატუსით იკითხებოდა.

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

ახალი ამბები