კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საინფორმაციო შეხვედრა მედიასთან

4 მარტი, 2013

28 თებერვალს, თელავის იუსტიციის სახლში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააღსრულებო თემაზე მედია–სემინარი გამართა. შეხვედრა ევროკავშირის პროექტის– „დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

სემინარის მიზანი იყო ქართული მედიისთვის სააღსრულებო სისტემის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისებისა და ყველა იმ სიახლის გაცნობა, რომელიც ბიუროში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

სემინარზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის, თანამშრომელთა ქცევის კოდექსის, ელექტრონული აუქციონის შესახებ.

სემინარზე დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს, სააღსრულებო პროცესისა და ბიუროს მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული ახალი სერვისების შესახებ.

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახალი ამბები