16:32, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასამართლო სხდომების გაშუქების შესახებ ცვლილებები პარლამენტმა 6 მარტს უნდა დაამტკიცოს

05.03.2013

 
ნატა ძველიშვილი, www.media.ge

სასამართლო სხდომების გაშუქების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველი მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოახერხა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ (სიაია)  „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის განმარტებით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ 2013 წლის 18 იანვარს შესული ცვლილებით ფოტო და ვიდეო გადაღება სასამართლოში პირველი მარტიდან უნდა აღდგენილიყო. კანონის ეს ცვლილება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება. იმისათვის რომ ეს ნორმა ყველა ტიპის საქმეებზე გავრცელდეს, საჭიროა იგივე ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონშიც შევიდეს.

საიას იურისტის, თათული თოდუას განცხადებით, რომელიც საპარლამენტო საკითხებზე მუშაობს, პარლამენტს ამ კანონპროექტისთვის კენჭი 22 თებერვალს უნდა ეყარა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პარლამეტმა მესამე მოსმენით კენჭი ვერ უყარა. პარლამენტის საიტზე ამის მიზეზად კვორუმის არარსებობა დასახელდა. 22 თებერვალს საღამოს ცნობილი გახდა თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრალის წაყენების შესახებ, რის გამოც უმცირესობის წევრებმა დატოვეს ქუთაისი“, - აღნიშნა თათული თოდუამ.

საბოლოოდ, ცვლილების მიღება მიმდინარე წლის 6 მარტს ჩაინიშნა. ახალი ნორმის თანახმად, სასამართლოს თანხმობით, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების,  ვიდეოჩაწერა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მხარეებს ან/და სხვა პირებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შეეძლებათ. ამ ცვლილების შესახებ 4 მარტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო.

ცვლილების თანახმად,  საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის გადაცემა მათი მოთხოვნისთანავე.

იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ამგვარ გადაღებასა და პირდაპირ ეთერში სხდომის გადაცემაზე, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC