კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ბარათაშვილი სასამართლოში ჩივილს აპირებს

6 მარტი, 2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი აპირებს სამეურვეო საბჭოს პასუხი სასამართლოში მოსთხოვოს.  ბარათაშვილმა 5 მარტს მაუწყებლის ფოიეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გათავისუფლებით სამეურვეო საბჭომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

 „28 დეკემბრის სამეურვეო საბჭომ გამომიცხადა ნდობა და გააფორმა ჩემთან ხელშეკრულება სწორედ იმ მოტივით, რომ მაუწყებელში იყო კრიზისი და მე ვარ კარგი მენეჯერი. რეორგანიზაციის პროცესში, სამწუხაროდ ტელევიზია დატოვა 143-მა ადამიანმა და როცა ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ერთი კონკრეტული ადამიანის საკადრო გადაადგილებაზე და არა გაშვებაზე, სამეურვეო საბჭომ გადამაყენა. ამ ტელევიზიას კარგი კოლექტივი ჰყავს და არ შეიძლება რამდენიმე ადამინმა გადაწყვიტოს ტელევიზიის ბედი.“, - განაცხადა ბარათაშვილმა, რომელიც სამართლებრივი დახმარებისთვის  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართავს.

ყოფილ გენერალურ დირექტორს  მხარს მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი უჭერს.ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში შეიკრიბნენ და ამ ფორმით გამოუცხადეს მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ბარათაშვილი პრესკონფერენციას მართავდა. თანამშრომლები ითხოვენ სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სამეურვეო საბჭოს ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილების განხილვა მოსთხოვონ.

 „აქ უკვე აღარ არის საუბარი არც გიორგი ბარათაშვილის, არც ხათუნა ბერძენიშვილის  პერსონაზე. საუბარია იმაზე, რას წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში. ეს ტელევიზია უნდა იამრთებოიდეს საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით. საინფორმაციო პოლიტიკა უნდ ატარდებოდეს მხოლოდ ისეთი, რომელიც არ იქნება სკანდალზე და რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე ორიენტირებული, რომელიც არ იმართება რომელიმე კაბინეტიდან, არამედ იმართება მხოლოდ იმ ინტერესით, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს. ეს ორი თვე იყო ჩემთვის იმედისმომცემი, თითქოს, რაღაც ლაგდებოდა“, - განაცხადა მეორე არხის დირექტორმა დოდო შონავამ.

ორი თვის წინ დანიშნულ გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭომ 4 მარტს 6 წლიანი ხელშეკრულება გაუუქმა.

გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge 

ახალი ამბები