კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაია ფანჯიკიძე: „პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს“

11 მარტი, 2013

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელჩობის კანდიდატებმა საპარლამენტო პროცედურები წარმატებით გაიარეს და მათ კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი არც ერთი ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს.

„საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტმა 9 ელჩი დაამტკიცა. ამ 9 ელჩს ხმა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მისცეს. თუ საქართველოს პარლამენტი არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი და თუკი პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ხელს არ შეუშლის ახალი მთავრობის მუშაობას და არ აპირებს არც ახალი მთავრობისა და არც პარლამენტის დათხოვნას, რატომ არ სცემს პატივს პარლამენტის გადაწყვეტილებას, მით უფრო, რომ ის ელჩები მისი წარდგენილები იყვნენ? მათ წარმატებით გაიარეს ყველა პროცედურა პარლამენტში“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ეს მას აფიქრებინებს, რომ პრეზიდენტს და ყოფილ ხელისუფლებას სურT, ბოლომდე შეინარჩუნოnის პოზიციები, რაც უცხოეთში აქვT, რომ მათ ახალი ელჩის არარსებობის და არყოფნის შემთხვევაში ისევ ჰქონდეთ საშუალება, გაავრცელონ ახალი მთავრობისა და საქართველოს ახალი ლიდერის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაცია. „სხვა ახსნა მე ამისთვის ვერ მომიძებნია“, - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები