კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაცვის მხარეს ჩხრეკისა და ამოღების უფლება ეძლევა

12 მარტი, 2013

დაცვის მხარეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ეძლევა, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მთავრობა პარლამენტში უკვე შევიდა. ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" აისახება.

დღეს მოქმედ კოდექსში წერია, რომ დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს. ახლა მას ეს უფლება ეძლევა და ამავე პროექტის გათვალისწინებით, ექნება შესაძლებლობა, მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება სახელმწიფო ორგანოებიდან და კერძო დაწესებულებებიდან.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, სიახლე იქნება ისიც, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობით საგამოძიებო მოქმედება არ შეიძლება იმ გამომძიებელმა ჩაატაროს, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. ამასთან, დაუშვებელი ხდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას პროკურორის დასწრებაც.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები