კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა

15 მარტი, 2013

საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია პაციენტ რ.ბ.-ს სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.

2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე ი. ბ.–მ მისი დის, რ. ბ.–ს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მოქალაქე რ. ბ. არის პედაგოგი და სარგებლობდა საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით. საჯარო სკოლის მიერ მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მისი დაზღვევის ვადა ამოიწურა 2013 წლის 1 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით რ.ბ.–ს ხელშეკრულება კვლავ აღუდგინეს, ხელშეკრულების შეწყვეტამ გამოიწვია მოქალაქის სადაზღვევო პერიოდის შეჩერება. 2012 წლის დეკემბრიდან იგი მოთავსებული იყო ერთ–ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. რ. ბ-ს სადაზღვევო ლიმიტი ამოიწურა სწორედ სადაზღვევო პერიოდის წყვეტის გამო, ხოლო მკურნალობის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა მისი და მისი ნათესავების ფინანსურ შესაძლებლობებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რ. ბ.–ს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის დასაფინანსებლად. საქართველოს სახალხო დამცველის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოქალაქის მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

www.ombudsman.ge

ახალი ამბები