კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე დააკავეს

15 მარტი, 2013

ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამუშაო კაბინეტში დააკავეს. გამგებელ ლევან ლორთქიფანიძისა და მის მოადგილის, ნოდარ შარაბიძის დაკითხვა, დილის ათი საათიდან დაიწყო.

შსს-ს ოფიციალური ვებ-გვერდზე - http://www.police.ge/ - ზე  განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად.

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.

კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და სოფელ ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს, მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი, დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს“. - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში

დაკითხვის პერიოდში, გამგებლის მოადგილე, ნოდარ შარაბიძე ცუდად გახდა და იგი შენობიდან საკაცით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა გაიყვანეს. თავდაპირველად, ის სამედიცინო ცენტრ „მედინაში“, გუშინ დილით კი, რეანომობილით ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს. მისი ტრანსპორტირება საპატრულო პოლიციის თანხლებით განხორციელდა. ნოდარ შარაბიძეს გულზე პრობლემები აქვს.

დაკავებულების მხარდასაჭერად ადგილზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე _ ავთანდილ ბერიძე, უმარლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

მურმან დუმბაძე, საქართველოს პარლემენტის წევრი: „დაკავების ფორმა არის მიუღებელი. დანარჩენიც საეჭვოა. გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველაფერი გაირკვევა“.

გუშინ, დღის ბოლოს დაკითხვაზე იმყოფებოდა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძეც. დაკითხვა 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მან კომენტარი არ გააკეთა. მხოლოდ ის დაადასტურა, რომ საკითხი მშენებლობებს ეხებოდა.

დაკავებული ხელვაჩაურის გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალის წაყენების ვადა, 15 მარტის, დილის 10 საათისათვის იწურება.

ლევან ლორთქიფანიძემ, ხელვაჩაურის გამგებლის თანამდებოდბაზე 2 თვე და 2 კვირა იმუშავა. საკრებულომ ის, 2012 წლის 31 დეკემბერს, ერთხმად დაამტკიცა აღნიშნულ თანამდებობაზე. მანამდე კი, ლორთქიფანიძე კოალიცია "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები