კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე სასამართლო მონიტორინგს ახორციელებს

15 მარტი, 2013

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს სასამართლო მონიტორინგს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი მონიტორები აკვირდებიან სასამართლო პროცესებს იმ საქმეებზე, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. პროექტში ჩართული ჟურნალისტი ამზადებს მიმოხილვით სტატიებს აღნიშნული პროცესების თაობაზე, რომლებიც ქვეყნდება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებ-პორტალზე: http://www.humanrights.ge/

მონიტორინგი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო და მოიცავს ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორიც არის ბაჩო ახალაიას, თენგიზ გუნავას, ნიკა გვარამიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები.

მონიტორინგის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო გამჭვირვალობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებით რეზონანსულ საქმეებზე, ასევე დააკვირდეს, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი სასამართლო ხელისუფლების მიერ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები