კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გაუჩინარების ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს

21 მარტი, 2013

www.ombudsman.ge 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა  წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, აწარმოოს ეფექტიანი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე, ხოლო იმ ფაქტებზე, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს წლების განმავლობაში მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისას და მომდევნო პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკურად ოსი პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. ამასთან ფიქსირდება ფაქტებიც, რომელიც უკანასკნელ წლებში გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეებს ეხება.
 
კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეთნიკურად ოსი პიროვნების რატიკ ისაევის ცხედრის მოძებნის დახმარების თხოვნით მიმართეს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რატიკ ისაევი ბოლოს, 2008 წლის აგვისტოში, ნახეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ კარალეთში, ვინმე თენგიზ გაბარევთან ერთად. თენგიზ გაბარევი გადარჩა და შემდეგ ის ტყვეებში გაცვალს. არსებული ინფორმაციით, რატიკ ისაევი მოკლეს, მაგრამ სად დაკრძალეს, უცნობია.

2008 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ან დაკარგულ პირთა, ასევე, კონკრეტულად, რატიკ ისაევის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, 2013 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს.

2013 წლის 5 მარტს რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სახალხო დამცველს წერილით აცნობა, რომ მოქალაქე რატიკ ისაევის შესახებ რეინტეგრაციების საკითხთა სამინისტროსთვის არაფერია ცნობილი. მათთან არსებული ინფორმაციით, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა სიაში ირიცხება რასტიკ იკაევი, რომლის საქმე გადაეგზავნა პროკურატურას.

საქართველოს რეინტეგრაციების საკითხთა სამინისტროს აღნიშნული წერილით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ასევე ეცნობა, რომ 2008 წლის აგვისტო–ოქტომბერში უგზო–უკვლოდ დაკარგულთა სიაში, ასევე, ირიცხებიან: სულტან პლიევი, ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი, თამაზ კაბისოვი და აირბეკ თედეევი.
 
რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ცნობით, ზემოაღნიშნულ პირებზე მიმდინარეობს გამოძიება.
 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ 2007 წლის თებერვალში უგზო–უკვლოდ გაუჩინარდა გალის აფხაზური ადმინისტრაციის თანამშრომელი დავით სიგუა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეები დავით ცინდელიანი (2008 წლის 16 აგვისტო) და  პაატა ქარდავა (2008 წლის 27 აგვისტო).

ახალი ამბები