კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

www.humanrights.ge -ს სტატია პირველი პრემიით დაჯილდოვდა

25 მარტი, 2013

24 მარტს, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ (GMHC) კონკურსში „როგორ გავაუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახური - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და მობილური სერვისის განვითარება“ გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

ნომინაციაში საუკეთესო ონლაინ-მასალა www.humanrights.ge-ს სტატიამ გაიმარჯვა და პირველი პრემიით მიიღო. სტატია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმების საკითხს ეხება. (http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=15910&lang=geo)

კონკურსი 2012 წლის 25 ივლისიდან 25 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და შემდეგ თემებს მოიცავდა:  1. ფსიქიკური ჯანმრთელობის საავადმყოფოს გარეთა სერვისის უპირატესობები; 2. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანიშნულება; 3. მობილური (ბინაზე მომსახურების) სერვისის განვითარების პესპექტივები; 4. წარმატებული ისტორია (ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რეალური ცხოვრების მაგალითზე).

საუკეთესო ტელესიუჟეტისათვის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით აბრამიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ანა მეზვრიშვილი დაჯილდოვდნენ.

საუკეთესო რადიოსიუჟეტისათვის ჯილდო რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, ეკა ქევანიშვილმა მიიღო.

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და მხატვარ გელა ჯინჭარაძის ნამუშევრები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიალი ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

ახალი ამბები