კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი: „ქართველი და ოსი პატიმრების გაცვლის არაოფიციალური პროცესი დაწყებულია“

25 მარტი, 2013

ინტერპრესნიუსი

უკვე დაწყებულია არაოფიციალური პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს ციხეებში მყოფ ეთნიკურად ოს პატიმრებს ცხინვალში დაკავებულ ქართველებზე გაცვლიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეთნიკურად ოსი მოქალაქეები საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებოდნენ, რისი ათეულობით შემთხვევა არსებობს.

ნანუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი მსხვერპლი 75 წლის ქალია, რომელიც რამდენჯერმე დააკავეს, შემდეგ კი მოახერხა და საქართველო დატოვა.

ამასთან, ომბუდსმენის ინფორმაციით, ყველა ეთნიკურად ოს მოქალაქეს, რომლებიც ქართულ ციხეებში არიან, მათ შორის ქალებს, ძირითადად ჯაშუშობაში ედებათ ბრალი.

„საქართველოს ციხეებში ათზე მეტი ეთნიკურად ოსი პატიმარია, რომლებიც სასჯელს იხდიან რამდენიმე მუხლით - ძირითადად, ეს ეხება ჯაშუშობას. ადამიანები დაკავებულები არიან იმის გამო, რომ ჰქონდათ კონტაქტი, ან ცხოვრობდნენ ცხინვალში. ისინი ძირითადად შერეული ოჯახის წევრები იყვნენ და კონფლიქტის ზონაში გადაადგილება უხდებოდათ. ისინი გახდნენ ზეწოლის ობიექტები და მას შემდეგ, რაც მათი მხრიდან არ იყო თანამშრომლობაზე თანხმობა, აკავებდნენ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, თვალის ზედაპირულად გადავლებითაც კი, ჩანს, რომ საქმეები შეთითხნილია.

ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაც ხდებოდა, პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავს და არა - ეთნიკურის.

„ეს ადამიანები მოითხოვენ გადაყვანას საკუთარ ქალაქში - ცხინვალში. მოითხოვენ იყვნენ იმ სიაში, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ. გვინდა, რომ გვქონდეს დეტალური სია, ეთნიკურად ოსი პატიმრებისა იმისათვის, რომ დავიწყოთ გაცვლის პროცესი, რაც მთავრობების ნებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა ცხინვალის ციხეებში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის დადგენა ცხინვალის ადგილობრივ არასამთავრობოებს სთხოვა და პროცესი დაწყებულია.

ახალი ამბები