კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურორის მოადგილე ელიზბარაშვილს 2010 წელს აღძრულ საქმესთან დაკავშირებით 6 მლნ ლარის გადახდას სთხოვს

25 მარტი, 2013

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“,  ნათია რუხაძე

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, თბილისის პროკურორის მოადგილე ბესიკ თხელიძე მას 2010 წელს აღძრულ საქმესთან დაკავშირებით 6 მილიონი ლარის გადახდას სთხოვს.

აღნიშნული განცხადება ელიზბარაშვილმა და მისმა ადვოკატმა ელზა ჯმუხაძემ  "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას გააკეთეს.

ადვოკატის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილს დაუკავშირდნენ ქალაქის პროკურატურიდან, როგორც შემდეგ გაირკვა ეს იყო ბესიკ თხელიძის დავალება, რომ იგი თუ 6 მილიონ ლარს არ გადაიხდის, ციხეში შებრუნდება.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ პროკურატურამ სასამართლოში მოიყვანოს მოწმეები, რადგან მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო პროცესი უკვე მერვედ გადაიდო. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ქალაქის პროკურორ დავით კოჭლამაზაშვილთან, ვიდრე მის ნაცვლად მწარიაშვილი დაინიშნებოდა. პროკურორის კაბინეტში ბესიკ თხელიძემ თავის ლუსტრაცია მოხდინა და იმ უსამართლობების გამართლება დაიწყო. მისი ეს შემონათვალი იყო კბილაშვილთან შეუთანხმებელი. თხელიძე არის ძველი კადრი და იგი მუშაობს ისევ იმ მეთოდებით, როგორითაც ადეიშვილის დროს იყო მიჩვეული", - განაცხადა ჯმუხაძემ.

მისივე თქმით, ელიზბარაშვილის პროტესი პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობას არ უკავშირდება, ის მიმართულია "ადეიშვილის ნარჩენი პროკურორების წინააღმდეგ".

როგორც თავად ელიზბარაშვილმა აღნიშნა, 2010 წელს, იგი, მისი 24 წლის რძალი, რძლის მამა და მისი მეგობარი დაიჭირეს.

„ეს მოხდა ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო. ბრალად შემითითხნეს, თითქოს მე ქრთამი გადავიხადე და დასკვნა გავაყალბე. თუ მე ამას არ ვაღიარებდი, მაშინ 24 წლის რძალზე დამემუქრნენ, რომ სამუდამოდ ციხეში გაუშვებდნენ, გააუპატიურებდნენ და ა. შ. ასევე იყო მუქარები პატიმარ შვილთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე იძულებული გავხდი, მათ დავთანხმებოდი. ამის შემდეგ ჩემთან ვაჭრობა დაიწყეს, თავიდან 10 მილიონს მთხოვდნენ. ახლა კი ბესიკ თხელიძემ შემომითვალა, რომ თუ 6 მილიონს გადავიხდი, ეს საქმე დამთავრდება", - განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ახალი ამბები