კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკომისიის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ENP-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა

25 მარტი, 2013

ინტერპრესნიუსი

ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2012 წლის ანგარიში, რომელიც 12 ქვეყანას ეხება, მათ შორის - საქართველოსაც.

საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (ENP) 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობდა. მოლპარაკებებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე, მათ შორის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სფეროში, 2012 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. საქართველომ წინ წაიწია ვიზის ლიბერალიზაციის და რეადმისიის საკითხშიც. ქვეყანამ პროგრესი განიცადა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში დაფიქსირდა ძალაუფლების დემოკრატიული გადაბარება. თუმცა, პრობლემები არსებობს სასამართლო რეფორმისა და მედიის სექტორში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, საქართველომ ENP-ის ძირითადი რეკომენდაციების შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ქვეყანამ უზრუნველყო თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით; ქვეყანამ გააგრძელა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმები, დარგობრივი სექტორის რეფორმები და ევროკავშირის კანონთა კრებულის მარეგულირებელ ბაზასთან მიახლოება. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის დისკუსიაში და მიიღო ზომები იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ევროკავშირის მხარდაჭერით. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სადავო რეგიონებთან თანამშრომლობის მზადყოფნა.

თუმცა, როგორც ENP-ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, შესრულებას საჭიროებს სხვა ძირითადი რეკომენდაციები. წლევანდელ ანგარიშზე დაყრდნობითა და ENP-ის 2013 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ვთავაზობთ:
- 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მიიღოს ზომები ეუთო/ODIHR-ის მიერ გამოვლენილი საარჩევნო კანონის ხარვეზების გამოსწორებაში.

- უზრუნველყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უფლებები. უზრუნველყოს, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიასთან და ქვეყნის შიგნით ყოვლისმომცველი კონსულტაციების განხილვის საგანი იქნება, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი გაუძლებენ დროის გამოცდას;

- მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რათა უზრუნველყოს მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობა, სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან მიახლოება; შეცვალოს ადმინისტრაციული დაკავებების წესები სამართლიანი სასამართლო განხილვის ნორმების შესაბამისად; გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები;

- უზრუნველყოს, რომ სასამართლო დევნა განხორციელდეს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, პოლიტიკური მოტივების გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართალი;

- გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა;

- ჩაატაროს დაწვრილებითი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი გამოძიება პენიტენციარულ სისტემაში ადამიანთა წამებასა და შეურაცხყოფაზე; გაატაროს სტრუქტურული რეფორმები მომავალში მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად; უზრუნველყოს ეფექტური შიდა და გარე მონიტორინგი პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა შეურაცხყოფის ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით;

- მხარი დაუჭიროს და გააუმჯობესოს საქართველოს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში;

- გააძლიეროს საქართველოს ჩართულობის პოლიტიკა სადავო ტერიტორიებთან მიმართებაში და გააუმჯობესოს კონფლიქტის შერიგება/გადაჭრის რეზოლუცია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გზების მოძიებით და ფინანსური რესურსების ჩართულობით; გადადგას პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გავლით ვაჭრობის, მგზავრობისა და ინვესტიციების მხარდასაჭერად; გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ;

- გააგრძელოს მედიაპლურალიზმისა და დამოუკიდებლობის, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერება; მოახდინოს მედია საკუთრების გამჭვირვალეობის შესახებ კანონის რეალიზება; ფორმალურად გაზარდოს მუსტ-ცარრყ-მუსტ-ოფფერ-ის მოქმედების ვადა.

- გააგრძელოს და გააძლიეროს დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციასთან (ILO), დაეყრდნოს კონკრეტულ თანამშრომლობას ILO-სთან, ბიზნეს წრეებთან და სავაჭრო კავშირებთან შრომის კოდექსში ცვლილებების მომზადებისას, რათა გააუმჯობესოს შრომითი უფლებები და გააძლიეროს სოციალური დიალოგი;

- მიიღოს სრული ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა; უზრუნველყოს უმცირესობათა უფლებები, მათ შორის პატივი სცეს რელიგიურ უმცირესობებს;

- გააგრძელოს სექტორული რეფორმების განვითარება და უზრუნველყოს ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიახლოება ასოციაციის შესახებ შეთანხმების დასრულებისთვის, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

ახალი ამბები