კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კრისტოფ შტრასერი: „საქართველოში ამოქმედებული კანონი ამნისტიის შესახებ სამაგალითოა“

25 მარტი, 2013

ბუნდესთაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა კრისტოფ შტრასერმა საქართველოში ამოქმედებულ ამნისტიის შესახებ კანონს სამაგალითო უწოდა.

„საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით გათავისუფლდნენ. ეს კანონი შესაძლოა, იქცეს მაგალითად რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვისაც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამნისტიის კანონი საქართველოს საზღვრებს გასცდება“, - ნათქვამია  გერმანიის ბუნდესთაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის განცხადებაში (http://www.christoph-straesser.de/meldung.php?meldung=2777&page; http://www.fidh.org/Georgian-political-prisoners-13043).

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეიქმნას სპეციალური კომისია პოლიტიკური პატიმრების შესახებ ამნისტიის კანონის ამოქმედებამდე გათავისუფლებულ პოლიტპატიმართა საქმეების შესასწავლად და მათთვის შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად; მოხდეს შესაძლო პოლიტპატიმართა საქმეების შემდგომი გამოძიება; განხორციელდეს მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმა, ასევე მოხდეს საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ანგარიშში „ეკლები ვარდების შემდეგ“ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოიყენეს პოლიტიკური პატიმრების სტატუსის დადგენის ევროპის საბჭოს კრიტერიუმები საქართველოში ასეთი პატიმრების არსებობის ხაზგასასმელად. ეს კვლევა კონცენტრირებული იყო 8 საქმეზე, რომლებშიც ხაზგასმული და შესწავლილი იყო პოლიტიკური დევნის ნიშნები. ორი პატიმარი, რომელთა სტატუსიც დადგინდა ამ კვლევაში, გაათავისუფლეს ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში, ხოლო დანარჩენებმა დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები სასჯელის ვადის ამოწურვისთანავე, ამ კანონის მიღებამდე.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ მიზანია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში განსაზღვრული უფლებების დაცვა. 86 ქვეყნის 105-ზე მეტი ორგანიზაცია ძირითადად წარმოადგენს გამოცდილებისა და სოლიდარობის ქსელს, რომელიც აფიქსირებს ბევრ ქვეყანაში არსებულ დარღვევებს და რომელიც აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს.http://www.fidh.org/

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები