კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის იუსტიციის სახლთან აქციის მონაწილეები მშრალ შიმშილობას იწყებენ

25 მარტი, 2013

შაბათს, 23 მარტს, ბათუმის იუსტიციის სახლთან, მოშიმშილეებმა აქცია გამართეს.  თუკი მათ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი  მშრალ შიმშლობას იწყენებ. მოშიმშლეები აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, ავთანდილ კილაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკვე ერთი კვირაა ითხოვენ.

პაატა შავაძე, იურისტი: „თუკი ორშაბათს, ავთანდილ კილაძე კვლავ დაჯდება თავის სამუშაო კაბინეტში, ჩვენ, შიმშილობის უკიდურეს ზომას მივმართავთ -  მშრალ შიმშილზე გადავალთ“.

აქციაზე იმყოფებოდნენ ყოფილი პოლიტპატიმრებიც. „ეს ხალხი, იმ ძველი რეჟიმის მსხვერპლია. ამიტომაც გამოვედი და ვდგავარ მე მათ გვერდით“, აღნიშნა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გოჩა მუხაშავრიამ.

აქციაზე მივიდა აჭარის პროკურატურის პროკურორი ლევან გზირიშვილიც: „მიმდინარეობს შემოსული განცხადებების და პრეტენზიების დამუშავება. სანამ პროკურორის დანაშაულის, ან თუნდაც, დისციპლინარული გადაცდობის საკითხი დადგენილი არ არის, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მართებული არ იქნება. ჯერ უნდა განვიხილოთ, დაიდოს დასკვნა“. - აღნიშნა გზირიშვილმა

 მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები