კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

1 აპრილი, 2013

საბა წიწიკაშვილი, გორი

24 მარტს, ძლიერი ქარის გამო, ქალაქის ტერიტორიაზე 35-მდე კორპუსს სახურავი გადაეხადა. ამის გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენიმე პროექტი მოიხსნა და მილიონ-ნახევარი ლარი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოიყო.

პრემიერ-მინისტრმა გორში ყოფნისას განაცხადა, რომ ახალი სახურავები უფრო მაღალი ტექნოლოგიებით გაკეთდება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, 24 მარტს ძირითად ის კორპუსები დაზიანდა, რომლებიც 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დადგენილებით გმოყოფილი თანხებით გადაიხურა. აღნიშნულ პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ძირითადად, 3 კომპანია - ,,ოდა“, ,,სენი“ და ,,ორი დათო“ ასრულებდა.

შპს ,,ოდამ“ ,,სენმა“ და ,,ორმა დათომ“ 2012 წლის განმავლობაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, წინა ხელისუფლებისგან, თითქმის 1 მლნ 800 000 ლარი მიიღეს. ეს სახურავები სტიქიამ ისე დააზიანა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 2012 წელს გადახურული სახურავები მთლიანად გამოიცვლება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკის მინისტრებმა – დავით ნარმანიამ და კახი კალაძემ გორში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაათვალიერეს. მათ თითქის ყველა ის ობიექტი მოინახულეს, სადაც ამჟამად სამუშაოები  მიმდინარეობს. მინისტრებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით გორგიშელმა განუცხადა, რომ პროცესში ძირითადად ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებია ჩართული.

,,სამუშაოებით კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რაც მინდა ვთხოვო ადგილობრივ ხელისუფლებას, დაამატონ მუშა-ხელი” – განაცხადა კალაძემ. მან აქცენტი ასევე წინა მთავრობის მიერ უხარისხოდ გაკეთებულ სამუშაოებზე გააკეთა.
რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ყურადღება ხარისხს ექცევა. ,,ნახეთ აბა დღევანდელი მასალა და მაშინდელი მასალა, შეადარეთ ერთმანეთს. საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებაა, რომ ყურადღება ხარისხს მიექცეს.” – განაცხადა ნარმანიამ.

24 მარტს გორის სოფლებში ქარის შედეგად დაზიანებულია 110 ნაგებობა, ხოლო ქალაქ გორში 35 კორპუსი. ამ დროისთვის ქალაქის აღწერა დამთავრებულია. 23 000 კვადრატულ მეტრზე დაზიანებულია სახლის სახურავები.

ამჟამად, სახურავების რეაბილიტაციას, ძირითადად, 3 კომპანია - ,,მშენებელი“, ,,გორმშენი“ და ,,ალონისი“ ასრულებს. მათგან ,,მშენებელი“ და  ,,გორმშენი“ წლების განმავლობაში, ,,ნაციონალური მოძრაობის“  მთავრობის დაკვეთების შემსრულებლებიც იყვნენ.

,,ალონისს“ შემდეგი გამოცდილება აქვს: 2012 წელს მან გორის მუნიციპალიტეტში ოთახები  შეარემონტა. სოფელ ახალდაბის სკოლაში საკვამლური მილები შეაკეთა. გასული წლის ზაფხულში  კი, გორის რამდენიმე სოფელში რიტუალების სახლები ააშენა.

,,გორმშენი“ - ძირითადად, საახალწლო ნათურების, ნაძვის მონტაჟი-დემონტაჟის და გარეგანათების მოწყობითი სამუშაოებითაა ცნობილი. ამ კომოანიამ 2011 წლის ბოლოს ადმინისტრაციული შენობის რამდენიმე ოთახიც შეარემონტა.

ახალი ამბები