კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ადეიშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო

1 აპრილი, 2013

თელავის რაიონულ სასამართლოში ზურაბ ადეიშვილის ძმის, დავით ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგი პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოწმეების გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ სხდომა გადადო.  როგორც ბრალდებულის ადვოკატი გოჩა თედიაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და უარს ამბობს საპროცესო გარიგებაზე, რადგან თვლის, რომ ეს არის მის წინააღმდეგ  პოლიტიკური ანგარიშწორება. მისივე თქმით, იგი აუცილებლად მოიგებს ამ პროცესს და ამის შემდეგ საქართველოშიც დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმას დავით ადეიშვილს  ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. ის ამჟამად ძებნაში იმყოფება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წელს, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას, დავით ადეიშვილმა აიძულა თელავის ბაზრის მესაკუთრეები, წილი  ვინმე ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

მის საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა 15 აპრილს გაიმართება.

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახალი ამბები